სამეგრელო -ზემო სვანეთში კორონავირუსის 23 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ორი პაციენტი გამოჯანმრთელდა
სამეგრელო -ზემო სვანეთში კორონავირუსის 23 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ორი პაციენტი გამოჯანმრთელდა

სამეგრელო -ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების 23 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ორი პაციენტი გამოჯანმრთელდა.

ინფორმაციას რეგიონის სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს.

რეგიონის ხუთ კოვიდცენტრში 85 ინფიცირებული პაციენტი მკურნალობს, ცხრა მათგანის მდგომარეობა მძიმეა.

რუხის კლინიკაში იმყოფება 27 პაციენტი, ფოთის კლინიკაში – 28,ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში – 11, აბაშის „ევექსის“კლინიკაში – ოთხი, სენაკის კლინიკა „ლაზიკა მედიში“ – 15.

რეგიონის საკარანტინო სივრცეებში იმყოფება 102 ადამიანი.