ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში 58, ხოლო თვითიზოლაციაში 224 პირი რჩება
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში ამ დროისთვის 58 პირია. რაც შეეხება თვითიზოლაციას, რეგიონში, ამ დროის მონაცემებით, 224 პირია თვითიზოლაციაში. თვითიზოლაცია მოეხსნა 1002 მოქალაქეს.
გუშინ ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში 21 პირის ნიმუშზე გაკეთდა ანალიზი. ყველა პასუხი უარყოფითია. მათ შორისაა ე.წ. თეთრიწყაროს კლასტერიდან ორი გამოჯანმრთელებული პაციენტი, რომლებიც რუხის კლინიკაში მკურნალობდნენ. მათ ორჯერ ჩაუტარდათ კვლევა და ორივე შემთხვევაში პასუხი უარყოფითი იყო. გამოჯანმრთელებულები დღეს ტოვებენ კლინიკას. მათ საკარანტინო სივრცეში გადაიყვანენ.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეგრელო–ზემო სვანეთის განყოფილების მიერ დღეს რეგიონის სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში დამატებით ბიოლოგიური მასალების აღება მოხდება.