სამეგრელო-ზემო სვანეთში კარანტინში 47, თვითიზოლაციაში კი 195 პირი იმყოფება
ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში ამ დროისთვის 47 პირი რჩება. ამის შესახებ ინფორმაციას გამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ამ დროის მონაცემებით, 195 პირია თვითიზოლაციაში. თვითიზოლაცია მოეხსნა 920 მოქალაქეს. ჯამში, ეპიდზედამხედველობა განხორციელდა და მიმდინარეობს 1 525 პირზე.
გუშინ, ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში, გამოკვლეული 56 ბიოლოგიური მასალიდან 24 ეკუთვნოდა ტრაილერის მძღოლის კავშირებს – გამოკვლეული ნიმუშებიდან სამი დადებითი აღმოჩნდა (ტრაილერის მძღოლის კლასტერი – წარმოადგენენ ახლო ნათესავებს), ერთზე კი მოხდება ხელახალი კვლევა.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეგრელო–ზემო სვანეთის განყოფილების მიერ მიმდინარეობს ტრაილერის მძღოლის კავშირების დამატებითი ეპიდკვლევა.
რეგიონში ბოლო 24 საათის განმავლობაში საკომენდანტო საათის დროს გადაადგილების წესების დარღვევისათვის დაჯარიმდა ერთი პირი.