სამეგრელო-ზემო სვანეთში გამოკვლეული 156 პირიდან 97-ს კორონავირუსი არ დაუდასტურდა, 59 ანალიზის პასუხი დღეს გახდება ცნობილი
სამეგრელო-ზემო სვანეთში გამოკვლეული 156 პირიდან 97-ს კორონავირუსი არ დაუდასტურდა, 59 ანალიზის პასუხი დღეს გახდება ცნობილი

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონიდან „კოვიდ-19“-ზე გამოსაკვლევად გაიგზავნა 156 ადამიანის ბიოლოგიური მასალა. როგორც სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში აცხადებენ, 97 პასუხი უარყოფითია. დანარჩენი პაციენტების პასუხები ცნობილი დღეს გახდება.

ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში ამ დროისთვის 142 პირია მოთავსებული, ხოლო რეგიონში 174 პირია თვითიზოლაციაში.

საგანგებო მდგომარეობის რეჟიმით დადგენილი მოთხოვნების, კერძოდ: საკომენდანტო საათის დროს გადაადგილების წესების დარღვევისათვის დაჯარიმდა ორი პირი.