სამეგრელო-ზემო სვანეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 96 შემთხვევა გამოვლინდა
სამეგრელო-ზემო სვანეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 96 შემთხვევა გამოვლინდა

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსის 96 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაციას რეგიონის სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს.

რეგიონის ხუთ კოვიდცენტრში 170 ინფიცირებული მკურნალობს, მათგან შვიდი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.

რუხის კლინიკაში იმყოფება 62 პაციენტი, ფოთის კლინიკაში – 40 ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში – ოთხი, აბაშის „ევექსის“კლინიკაში – 27. სენაკის კლინიკა „ლაზიკა მედიში“ – 32.

რეგიონის საკარანტინო სივრცეებში იმყოფება 96 პირი.

ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 22 ინფიცირებული პაციენტი.