სამეგრელო-ზემო სვანეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 28 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 90 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა
სამეგრელო-ზემო სვანეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 28 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 90 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 28 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 90 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. რეგიონის მასშტაბით გრძელდება ღრმა ეპიდემიოლოგიური კვლევები. ინფორმაციას სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს.

სულ ექვს კოვიდცენტრში 199 კოვიდინფიცირებული აგრძელებს მკურნალობას, მათგან 18-ის მდგომარეობა მძიმეა.

რუხის კლინიკაში იმყოფება 70 პაციენტი, მათ შორის ექვსის მდგომარეობა მძიმედ ფასდება.

რაც შეეხება „სენამედის“ კლინიკას, აქ კურნალობას გადის 36 კოვიდინფიცირებული, მათგან ხუთის მდგომარეობა მძიმეა. ფოთის კლინიკაში კი 39 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, მათ შორის ოთხის მდგომარეობა მძიმეა.

ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში ამ დროისთვის 25 პაციენტი მკურნალობს, მათ შორის სამის მდგომარეობა მძიმედ ფასდება. აბაშის „ევექსის“ კოვიდკლინიკაში რვა ინფიცირებული რჩება. ხოლო სენაკის კლინიკა „ლაზიკა მედიში“-  21. რეგიონის საკარანტინო სივრცეებში კი 45 პირი იმყოფება.

კორონავირუსის დიაგნოზით გარდაიცვალა ერთი ადამიანი, მესტიის მკვიდრი 82 წლის მამაკაცი“, – აცხადებენ სამხარეო ადმინისტრაციაში.