სამეგრელო-ზემო სვანეთის საპატრულო პოლიციის უფროსმა, მერაბ წურწუმიამ თანამდებობა დატოვა
სამეგრელო-ზემო სვანეთის საპატრულო პოლიციის უფროსმა, მერაბ წურწუმიამ თანამდებობა დატოვა.
პოლიციის პოლკოვნიკი მერაბ წურწუმია სამეგრელო-ზემო სვანეთის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსად 2019 წლის 8 აპრილს დაინიშნა. მანამდე შსს-ში მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობაზე.
წურწუმია შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში 1990 წლიდან მუშაობდა.