სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციასთან გარემოვაჭრეები აქციას მართავენ
ზუგდიდში, სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის შენობასთან გარემოვაჭრეები აქციას მართავენ.
როგორც პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, აქციის მონაწილეები გუბერნატორთან შეხვედრას ითხოვენ.
გარემოვაჭრეების მოთხოვნები უცვლელია – ვიდრე მათთვის ხელსაყრელი სავაჭრო ადგილები არ იქნება მოძიებული, ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე გარევაჭრობის ნებართვას ითხოვენ.
როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, დღეიდან პროტესტის 24 საათიან რეჟიმზე გადადიან და სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის შენობასთან რჩებიან.