სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციასთან გარემოვაჭრეები აქციას მართავენ

12:18, 05.02.2018

ზუგდიდში, სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის შენობასთან გარემოვაჭრეები აქციას მართავენ.

როგორც პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, აქციის მონაწილეები გუბერნატორთან შეხვედრას ითხოვენ.

გარემოვაჭრეების მოთხოვნები უცვლელია – ვიდრე მათთვის ხელსაყრელი სავაჭრო ადგილები არ იქნება მოძიებული, ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე გარევაჭრობის ნებართვას ითხოვენ.

როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, დღეიდან პროტესტის 24 საათიან რეჟიმზე გადადიან და სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის შენობასთან რჩებიან.

მსგავსი