სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში თვითიზოლაციაში 409, საკარანტინო სივრცეებში კი 109 ადამიანი იმყოფება
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ზუგდიდის ცენტრის დირექტორის ნანა ოდიშარიას თქმით, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში თვითიზოლაციაში 409 ადამიანი რჩება.
მისივე თქმით, თვითიზოლაციაში ყოფნის ვადა ამოეწურა 180 ადამიანს.
სამეგრელო-ზემო სვანეთის საკარანტინო სივრცეებში მოთავსებულია 109 პირი.
მათ შორის 27 ადამიანი კარანტინში იძულების წესით, თვითიზილაციიის პირობების დარღვევის გამო გადაიყვანეს.
ამასთან, ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში ექვსი ადამიანი რჩება.
რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების ერთი შემთხვევაა დაფიქსირებული.
ოთხი ადამიანის, მათ შორის ჩვილის ლაბორატორიული კვლევის შედეგები საღამოს გახდება ცნობილი.