სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში თვითიზოლაციაში 266 მოქალაქე იმყოფება
სამეგრელო – ზემო სვანეთის რეგიონში თვითიზოლაციაში 266 მოქალაქე რჩება. თვითიზოლაციის წესების დარღვევის გამო, საკარანტინო სივრცეში გადაყვანილია 16 ადამიანი, მათ შორის ხუთი გუშინ გადაიყვანეს.
რეგიონში ამ მხრივ არსებული ვითარება ჟურნალისტებს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ზუგდიდის ცენტრის დირექტორმა, ნანა ოდიშარიამ გააცნო.
მისი თქმით, თვითიზოლაციის ვადა 47 ადამიანს ამოეწურა.
ამასთან, როგორც მან აღნიშნა, ამ დროისთვის რეგიონიდან საკარანტინო სივრცეში 47 ადამიანი იმყოფება.
ოდიშარიამ განმარტავს, რომ გუშინ მესტიის საკარანტინო სივრცეში გადაიყვანეს ორი ადამიანი, რომლებიც თვითიზოლაციაში იყვნენ.
ცენტრში აცხადებენ, რომ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსის არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.