სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში სასაფლაოებზე ვითარებას პოლიციის თანამშრომლები აკონტროლებენ
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში სასაფლაოებზე ვითარებას პოლიციის თანამშრომლები აკონტროლებენ

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ყველა სასაფლაო დაკეტილია. ვითარებას ქალაქებში პოლიციის თანამშრომლები აკონტროლებენ.

როგორც სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილემ, ნინო ვიბლიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, არც ერთი სამართალდარღვევის ფაქტი სასაფლაოებზე არ გამოვლენილა.

მისივე თქმით, სოფლების სასაფლაოებზე ვითარებას უბნის ინსპექტორები აკონტროლებენ.