ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიამ სრული დატვირთვით დაიწყო მუშაობა. დღეს აღნიშნულ ლაბორატორიაში „კოვიდ-19“-ზე „პისიარ“ ტექნოლოგიით 81 პაციენტს გამოიკვლევენ. მათ შორის არიან მედიკოსებიც.
როგორც ლაბორატორიის ხელმძღვანელი ლელა ქაჯაია აცხადებს, ხვალ სასწრაფო სამედიცინო დახმარების მედიკოსებს გამოიკვლევენ.
„ლაბორატორიამ სრული დატვირთვით დაიწყო დღეიდან მუშაობა და უკვე ერთდროულად 81 პაციენტს გამოვიკვლევთ კორონავირუსზე. უკვე ადგილზეა ჩინური რეაქტივები, ამ მხრივ დაბრკოლება არ გვექნება. ხვალ სხვა პაციენტებს შორის სასწრაფო სამედიცინო დახმარების მედიკოსებს გამოვიკვლევთ“, -აცხადებს ლელა ქაჯაია.