სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების ექვსი ახალი შემთხვევა გამოვლინდა
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების ექვსი ახალი შემთხვევა გამოვლინდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების ექვსი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათი ცნობით, რეგიონის ხუთ კოვიდცენტრში 85 კოვიდინფიცირებული პაციენტი აგრძელებს მკურნალობას. მათგან ცხრა პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.

რუხის კლინიკაში იმყოფება 27 კოვიდინფიცირებული პაციენტი, მათ შორის მძიმეა ოთხი პაციენტის მდგომარეობა. ფოთის კლინიკაში იმყოფება 28 კოვიდინფიცირებული პაციენტი, მათ შორის მძიმეა ოთხი პაციენტის მდგომარეობა. ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში 11 კოვიდინფიცირებული პაციენტი რჩება. აბაშის ევექსის კოვიდკლინიკაში ოთხი კოვიდინფიცირებული პაციენტი მკურნალობს. სენაკის კლინიკა ლაზიკა მედიში 15 კოვიდინფიცირებული პაციენტი მკურნალობს.

დღის განმავლობაში გამოჯანმრთელდა შვიდი კოვიდინფიცირებული პაციენტი. რეგიონის საკარანტინო სივრცეებში იმყოფება 111 ადამიანი.