სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების 69 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების 69 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 69 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. მათი უმეტესობა ადრე გამოვლენილ შემთხვევათა კონტაქტებია. რეგიონის მასშტაბით გრძელდება ღრმა ეპიდემიოლოგიური კვლევები. რეგიონის ექვს კოვიდცენტრში 191 კოვიდინფიცირებული პაციენტი აგრძელებს მკურნალობას, მათგან 19 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.

რუხის კლინიკაში იმყოფება 58 კოვიდინფიცირებული პაციენტი, მათ შორის ექვსი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. „სენამედის“ კლინიკაში იმყოფება 34 კოვიდდადასტურებული პაციენტი, მათ შორის მძიმეა ხუთი პაციენტის მდგომარეობა. ფოთის კლინიკაში იმყოფება 40 კოვიდინფიცირებული პაციენტი, მათ შორის მძიმეა ხუთი პაციენტის მდგომარეობა. ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში 25 კოვიდინფიცირებული პაციენტი მკურნალობს, მათ შორის სამი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. აბაშის ევექსის კოვიდ კლინიკაში ცხრა კოვიდდადასტურებული პაციენტი რჩება. სენაკის კლინიკა ლაზიკა მედიში 25 კოვიდინფიცირებული პაციენტი აგრძელებს მკურნალობას.

ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 88 კოვიდინფიცირებული პაციენტი.

რეგიონის საკარანტინო სივრცეებში იმყოფება 58 ადამიანი.

ინფორმაციას სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს.