სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა გამოვლინდა
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ჟურნალისტებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეგრელო-ზემო სვანეთის განყოფილების უფროსმა, ანზორ ქობალიამ განუცხადა.
მისი თქმით, ინფიცირებულები და-ძმა არიან და ბათუმის კლასტერს მიეკუთვნებიან.
„დღეს გვაქვს ორი ახალი შემთხვევა, მარტვილის მუნიციპალიტეტში. ისინი არისნ ერთი ოჯახის წევრები, 15 და 19 წლის და-ძმა. მათ ბათუმში მოგზაურობის ისტორია აქვთ. 30 აგვისტოს ჩამოვიდნენ ბათუმიდან, 6 სექტემბერს აღენიშნათ კლინიკა-ცხელება, აღებული იქნა ნიმუშები და დაუდასტურდა ორივეს „კოვიდ-19“. ორივე გადაყვანილია რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში. უკვე დაწყებულია ეპიდკვლევები და დღის მეორე ნახევარში უკვე ცნობილი იქნება კონტაქტების რაოდენობა. რაც შეეხება სენაკის კოვიდინფიცირებულ მედიკოსს, დაზუსტდა 40 კონტაქტი, ორი თვითიზოლაშია. 75 ნიმუში გაიტესტა, ყველა უარყოფითია. კარანტინშია ოთხი პირი“, – განაცხადა ქობალიამ.
გასული დღე-ღამის განმავლობაში,სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, კორონავირუსზე ტესტირება 361 პირს ჩაუტარდა, მათგან 359 უარყოფითია.