სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსის ერთი შემთხვევა დადასტურდა
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსის ერთი შემთხვევა დადასტურდა.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეგრელო-ზემო სვანეთის განყოფილების უფროსმა, ანზორ ქობალიამ საქართველოს პირველ არხს განუცხადა, რომ 15 მაისს აღებული 111 ნიმუშიდან კორონავირუსზე ერთი ტესტის პასუხი დადებითია, 110 კი, უარყოფითი.
მისივე თქმით, კოვიდინფიცირებული პირი თვითიზოლაციაში იმყოფებოდა და მას სომხეთში მოგზაურობის ისტორია აქვს.