სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსის 79 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების 79 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა 124 პაციენტი, ორი კი გარდაიცვალა.
ამის შესახებ ინფორმაციას რეგიონის სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს.
რეგიონის ექვს კოვიდცენტრში 195 კოვიდინფიცირებული პაციენტი მკურნალობს, მათგან 18-ის მდგომარეობა მძიმეა.
რუხის კლინიკაში მკურნალობს 73 პაციენტი, ფოთის ჰოსპიტალში – 40, სენაკის კლინიკა „სენამედში“ – 34, ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში – 25, აბაშის „ევექსის“ კლინიკაში – 6, სენაკის კლინიკა „ლაზიკა მედიში“ – 17.
რეგიონის საკარანტინო სივრცეებში იმყოფება 55 ადამიანი.