სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსის 48 შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 42, გარდაიცვალა ორი პაციენტი
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსის 48 შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 42, გარდაიცვალა ორი პაციენტი

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 48 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაციას სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს.

მთივე ცნობით, რეგიონის ექვს კოვიდცენტრში 213 კოვიდინფიცირებული პაციენტი აგრძელებს მკურნალობას, მათგან 18 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.

„რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს გადის 66 კოვიდდადასტურებული პაციენტი, მათგან 7 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ფოთის ჰოსპიტალში 39 კოვიდპაციენტი მკურნალობს, მათ შორის 6 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა; სენაკის კლინიკა „სენამედში“ მკურნალობის კურსს გადის 37 კოვიდინფიცირებული პაციენტი, მათ შორის მძიმეა 3 პაციენტის მდგომარეობა. ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში – 14 კოვიდინფიცირებული პაციენტი რჩება, მათ შორის მძიმეა ორი პაციენტის მდგომარეობა; აბაშის ევექსის კოვიდ კლინიკაში 24 კოვიდინფიცირებული პაციენტი მკურნალობს. სენაკის კლინიკა „ლაზიკა მედიში“ 36 კოვიდინფიცირებული პაციენტი აგრძელებს მკურნალობას.

ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით გამოჯანმრთელდა 42 კოვიდდადასტურებული პაციენტი. ამასთან, საკარანტინე სივრცეში იმყოფება 31 ადამიანი. ამასთან, გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა ორი კოვიდინფიცირებული პაციენტი. 80 წლის ქალი და 81 წლის მამაკაცი. ასაკში“, – აღნიშნულია სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციაში.