სამეგრელო-ზემო სვანეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 44 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 47 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა
სამეგრელო-ზემო სვანეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 44 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 47 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 44 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 47 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. რეგიონის მასშტაბით გრძელდება ღრმა ეპიდემიოლოგიური კვლევები.

სულ ექვს კოვიდცენტრში 199 კოვიდინფიცირებული აგრძელებს მკურნალობას, მათგან 18-ის მდგომარეობა მძიმეა.

რუხის კლინიკაში იმყოფება 72 პაციენტი, მათ შორის ექვსის მდგომარეობა მძიმედ ფასდება.

რაც შეეხება „სენამედის“ კლინიკას, აქ კურნალობას გადის 36 კოვიდინფიცირებული, მათგან ხუთის მდგომარეობა მძიმეა. ფოთის კლინიკაში კი 38 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, მათ შორის ოთხის მდგომარეობა მძიმეა.

ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში ამ დროისთვის 25 პაციენტი მკურნალობს, მათ შორის სამის მდგოამრეობა მძიმედ ფასდება. აბაშის „ევექსის“ კოვიდკლინიკაში ექვსი ინფიცირებული რჩება. ხოლო სენაკის კლინიკა „ლაზიკა მედიში“-  21. რეგიონის საკარანტინო სივრცეებში კი 49 პირი იმყოფება.

ინფორმაციას სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს.