სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსის 408 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 407 პაციენტი
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 408 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინფორმაციით, ახალი შემთხვევების უმეტესობა ადრე გამოვლენილი კოვიდინფიცირებულების კონტაქტებია.
რეგიონის მასშტაბით ბოლო 24 საათში რეგიონის მასშტაბით გამოჯანმრთელდა 407 კოვიდდადასტურებული პაციენტი.
რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ამ დროისთვის მკურნალობის კურსს გადის 156 კოვიდდასტურებული პაციენტი, მათ შორის 13 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, ისინი რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფებიან. 80 პაციენტის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.
ფოთის ჰოსპიტალში 41 კოვიდპაციენტი მკურნალობს, მათ შორის 12 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. სენაკის კლინიკა „სენამედში“ მკურნალობის კურსს გადის 40 კოვიდინფიცირებული პაციენტი, მათ შორის რვა პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.
ზუგდიდის რეფერალური ფოსპიტალში 14 კოვიდდადასტურებული პაციენტი მკურნალობს. აბაშის „ევექსის“ კოვიდკლინიკაში 12 პაციენტი.
რეგიონის მასშტაბით სულ საკარანტინე სივრცეში იმყოფება 79 ადამიანი.
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კოვიდინფიცირებული ორი ადამიანი გარდაიცვალა. ასევე, ხობის მუნიციპალიტეტის მკვიდრი 78 წლის მამაკაცი გარდაიცვალა ქუთაისის კოვიდკლინიკაში.
ინფორმაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს.