სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსის 377 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების 377 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 90 და გარდაიცვალა ხუთი ადამიანი.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინფორმაციით, მათი უმეტესობა ადრე გამოვლენილ შემთხვევათა კონტაქტებია, ოჯახის წევრები, ნათესაური კავშირები და სამსახურები. რაც შეეხება ინფიცირების უცნობ წყაროებს, ეპიდემიოლოგები ღრმა ეპიდემიოლოგიურ კვლევებს ატარებენ კონტაქტების გამოსავლენად რეგიონის მასშტაბით.
ამ დროისთვის რეგიონის ხუთ კოვიდცენტრში 251 კოვიდდადასტურებული პაციენტი აგრძელებს მკურნალობას.
რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში იმყოფება – 143 კოვიდდადასტურებული პაციენტი, მათ შორის 13 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, ისინი რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფებიან. 70 პაციენტის მდგომარეობა კი საშუალო სიმძისაა, თუმცა ყველა ჟანგბადამოკიდებულია.
სენაკის კლინიკა „სენამედში“ იმყოფება 40 კოვიდდადასტურებული პაციენტი, მათ შორის ხუთი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, ხოლო რვა პაციენტის საშუალო სიმძიმისა. ფოთის კლინიკაში იმყოფება 41 კოვიდინფიცირებული პაციენტი, მათ შორის მძიმე მდგომარეობაშია 11 პაციენტი.
ზუგდიდის რეფერალური ფოსპიტალში 30 კოვიდდადასტურებული პაციენტი აგრძელებს მკურნალობას.
აბაშის „ევექსის“ კოვიდკლინიკაში 27 კოვიდინფიცირებული პაციენტი რჩება.
ინფორმაციას სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს.