სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსის 34 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 380 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა 
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსის 34 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 380 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა 

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების 34 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. რეგიონის ექვს კოვიდცენტრში 252 კოვიდდადასტურებული პაციენტი აგრძელებს მკურნალობას. მათგან მძიმეა 30 პაციენტის მდგომარეობა.

რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს გადის 95 კოვიდდადასტურებული პაციენტი, მათგან ხუთის მდგომარეობა მძიმეა.

ფოთის ჰოსპიტალში კი, 40 კოვიდპაციენტი მკურნალობს, მათ შორის შვიდი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. სენაკის „სენამედის“ კლინკაში მკურნალობის კურსს გადის 40 კოვიდდადასტურებული პაციენტი, მათ შორის მძიმეა 11 პაციენტის მდგომარეობა.

ამასთან, ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალში მკურნალობს 23 კოვიდინფიცირებული პაციენტი, მათ შორის მძიმეა ხუთის მდგომარეობა.

აბაშის ევექსის კოვიდ კლინიკაში 16 პაციენტი მკურნალობს, ხოლო სენაკის „ლაზიკამედში“ 38 პაციენტი, მძიმეა ორი პაციენტის მდგომარეობა.

ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით გამოჯანმრთელდა 380 კოვიდინფიცირებული პაციენტი.

რეგიონის მასშტაბით სულ საკარანტინე სივრცეში იმყოფება 37 ადამიანი.

რუხის კლინიკაში გარდაიცვალა ერთი კოვიდდადასტურებული პაციენტი, 72 წლის ქალი.