სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსის 30 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 115 პაციენტი
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსის 30 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 115 პაციენტი

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების 30 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. რეგიონის ექვს კოვიდცენტრში 201 კოვიდინფიცირებული პაციენტი აგრძელებს მკურნალობას. მათ შორის მძიმეა 21 პაციენტის მდგომარეობა. ამის შესახებ ინფორმაციას სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, რუხის კლინიკაში იმყოფება 70 კოვიდდადასტურებული პაციენტი, რომელთაგან ექვსი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.

„სენაკის კლინიკა „სენამედში“ იმყოფება 39 კოვიდინფიცირებული პაციენტი, მათ შორის მძიმეა შვიდი პაციენტის მდგომარეობა; ფოთის კლინიკაში იმყოფება 29 კოვიდდადასტურებული პაციენტი, მათ შორის მძიმეა ოთხი პაციენტის მდგომარეობა; ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში 24 კოვიდინფიცირებული პაციენტი მკურნალობს, მათ შორის ოთხი პაციენტის მდგომარეობა არის მძიმე; აბაშის ევექსის კოვიდ კლინიკაში 11 კოვიდინფიცირებული პაციენტი რჩება; სენაკის კლინიკა „ლაზიკამედიში“ 27 კოვიდინფიცირებული პაციენტი მკურნალობს. დღის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 115 კოვიდინფიცირებული პაციენტი. რეგიონის საკარანტინე სივრცეებში კი, იმყოფება 95 ადამიანი“, – აცხადებენ სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციაში.