სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსის 282 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსის 282 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 282 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინფორმაციით, ახალი შემთხვევების უმეტესობა ადრე გამოვლენილი კოვიდინფიცირებულების კონტაქტები და ოჯახის წევრები არიან. არის დაინფიცირების უცნობი წყაროებიც, რის გამოც ეპიდემიოლოგიური კვლევები მიმდინარეობს.

რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ამ დროისთვის მკურნალობის კურსს გადის 142 პაციენტი, მათ შორის ექვსის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე, 85-ის კი საშუალო სიმძიმისაა.

სენაკის „სენამედის“ კოვიდკლინიკაში 30 პაციენტი მკურნალობს.

ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით კორონავირუსისგან 77 პაციენტი გამოჯანმრთელდა, საკარანტინო სივრცეში კი 165 პირი იმყოფება.