სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსის 201 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსის 201 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების 201 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და 199 კოვიდინფიცირებული პაციენტი გამოჯანმრთელდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების 201 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაციას სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს.

„რეგიონის ექვს კოვიდცენტრში 205 კოვიდინფიცირებული პაციენტი აგრძელებს მკურნალობას, მათგან 20 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.

რუხის კლინიკაში იმყოფება 75 კოვიდდადასტურებული პაციენტი, მათ შორის ექვსი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.

სენაკის კლინიკა „სენამედში“ მკურნალობს 38 კოვიდინფიცირებული პაციენტი, მათ შორის მძიმეა ხუთი პაციენტის მდგომარეობა.

ფოთის კლინიკაში იმყოფება 30 კოვიდდადასტურებული პაციენტი, მათ შორის მძიმეა ოთხი პაციენტის მდგომარეობა.

ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში 18 კოვიდინფიცირებული პაციენტი მკურნალობს, მათ შორის ოთხი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.

აბაშის ევექსის კოვიდ კლინიკაში 11 კოვიდინფიცირებული პაციენტი აგრძელებს მკურნალობას.

სენაკის კლინიკა ლაზიკა მედიში 33 კოვიდინფიცირებული პაციენტია, მათგან ერთი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.

რეგიონის საკარანტინო სივრცეებში 93 ადამიანი იმყოფება. ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით გამოჯანმრთელდა 199 პაციენტი“, – აღნიშნულია სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციაში.