სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსის 140 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 154 კოვიდინფიცირებული კი გამოჯანმრთელდა
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსის 140 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 154 კოვიდინფიცირებული კი გამოჯანმრთელდა

საქართველოში დღეს დადასტურებული კორონავირუსის 1 784 ახალი შემთხვევიდან 140 სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში დაფიქსირდა. ინფორმაციას სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს.

ამასთან, ბოლო 24 საათის განმავლობაში სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში გამოჯანმრთელდა 154 კოვიდინფიცირებული პაციენტი.

რეგიონის მასშტაბით სულ ექვს კოვიდცენტრში 280 კოვიდდადასტურებული პაციენტი აგრძელებს მკურნალობას, მათ შორის 29 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.

რუხის კლინიკაში იმყოფება 110 კოვიდდადასტურებული პაციენტი, მათ შორის საშუალო სიმძიმისაა 85 პაციენტი, მძიმეა ექვსი პაციენტის მდგომარეობა. სენაკის კლინიკა „სენამედში“ იმყოფება – 39 კოვიდინფიცირებული პაციენტი, მათ შორის მძიმეა 11 პაციენტის მდგომარეობა.

ფოთის კლინიკაში იმყოფება 40 კოვიდინფიცირებული პაციენტი, მათ შორის მძიმეა შვიდი პაციენტის მდგომარეობა.

ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალში 24 კოვიდინფიცირებული პაციენტი რჩება, მათ შორის მძიმეა ხუთი პაციენტის მდგომარეობა.

აბაშის „ევექსის“ კოვიდკლინიკაში 21 პაციენტი აგრძელებს მკურნალობას.

სენაკის კლინიკა „ლაზიკა მედში“ 36 კოვიდინფიცირებული პაციენტი რჩება, მძიმეა ერთი პაციენტის მდგომარეობა.

რეგიონის საკარანტინო სივრცეებში იმყოფება 42 ადამიანი.