სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსის 116 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 107 პაციენტი
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების 116 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 107 პაციენტი.
რეგიონის ექვს კოვიდცენტრში მკურნალობს 196 კოვიდინფიცირებული პაციენტი, მათგან 23-ის მდგომარეობა მძიმეა.
რუხის კლინიკაში იმყოფება 70 პაციენტი, სენაკის „სენამედის კლინიკაში“ – 35, ფოთის კლინიკაში – 37, ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში – 16, აბაშის „ევექსის“ კლინიკაში – 16, სენაკის კლინიკა „ლაზიკა მედიში“ – 22.
რეგიონის საკარანტინე სივრცეებში იმყოფება 54 ადამიანი.