სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში 129 ნიმუშიდან 109 პირზე უარყოფითი პასუხი მიიღეს, ორს კორონავირუსი დაუდასტურდა, ხოლო დანარჩენის პასუხებს დღეს ელოდებიან
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონიდან კორონავირუსზე კვლევის მიზნით ლაბორატორიაში გუშინ 129 ტესტი გაიგზავნა, აქედან 109 პასუხი უარყოფითია.
ორი დადებითი პასუხი მიიღეს 3 და 7 წლის ბავშვებთან, ე.წ. თეთრიწყაროს კლასტერიდან, რომლებიც წუხელ ბოჭორიშვილის კლინიკაში გადაიყვანეს.
დანარჩენი პაციენტების პასუხები კი დღეს გახდება ცნობილი.
რაც შეეხება სხვა მონაცემებს, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში ამ დროითვის 139 პირი იმყოფება.
ამასთან, რეგიონში თვითიზოლაციაში ამჟამად 175 პირია, ხოლო 889 მოქალაქეს იზოლაციაში ყოფნის ვადა ამოეწურა.
5 მაისს საგანგებო მდგომარეობის რეჟიმით დადგენილი წესის დარღვევისთვის არავინ დაჯარიმებულა.