სამეგრელო-ზემო სვანეთის ხუთ კოვიდცენტრში 70 პაციენტი მკურნალობს, მათგან ექვსის მდგომარეობა მძიმეა
სამეგრელო-ზემო სვანეთის ხუთ კოვიდცენტრში 70 პაციენტი მკურნალობს, მათგან ექვსის მდგომარეობა მძიმეა

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების 26 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა 32 პაციენტი. ამის შესახებ ინფორმაციას სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს.

რეგიონის სამხარეო ადმინისტრაციის ხუთ კოვიდცენტრში 70 კოვიდინფიცირებული პაციენტი მკურნალობს, მათგან ექვსი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.

რუხის კლინიკაში იმყოფება 30 კოვიდინფიცირებული, სენაკის კლინიკა „ლაზიკა მედიში“ – 10, ფოთის კლინიკაში – 23, ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში – ოთხი, აბაშის „ევექსის“ კლინიკაში – ორი.

რეგიონის საკარანტინო სივრცეებში იმყოფება 76 პირი.

საქართველოში ბოლო 25 საათში კორონავირუსის 513 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 96 პაციენტი, გარდაიცვალა 12 ადამიანი.

ამასთან, ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 264 შემთხვევა, აჭარაში – 30, იმერეთში – 88, ქვემო ქართლში – 15, შიდა ქართლში – 44, გურიაში – 15, კახეთში – 16, მცხეთა-მთიანეთში – 7, სამცხე-ჯავახეთში – 3, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 5.