სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი მალხაზ თორია თანამდებობიდან გადადგა
სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული მალხაზ თორია თანამდებობიდან გადადგა.
ამის შესახებ ინფორმაცია თორიამ საქართველოს პირველ არხს დაუდასტურა.
მალხაზ თორია გუბერნატორის თანამდებობაზე მიმდინარე წლის 9 თებერვალს დაინიშნა, მანამდე ის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი იყო.