ტესტირების პროტოკოლებში გარკვეული ცვლილებები შევა, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა.
როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, ეპიდსიტუაციის გართულებასთან ერთად, მეტი რისკი სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებზე გადადის, ამიტომ ამ ჯგუფის კვლევები გაფართოვდება.
„იცით, რომ სახელმწიფო არ მიდის დიდ ე.წ. შემზღუდავ ღონისძიებებზე, მხოლოდ წერტილოვანი. ეპიდსიტუაციის გართულებასთან დაკავშირებით, დღეს მეტი ტვირთი გადადის ჩემს კოლეგებზე და სამედიცინო სექტორზე, რომლებიც კოვიდინფიცირების მომატებული რისკი არიან. ჩვენ ვტესტავდით კოვიდკლინიკების თანამშრომლებს, ვტესტავდით რეანიმაციებისა და ინტენსიური თერაპიის თანამშრომლებს და ა.შ. უფრო უპრიანია, ეს სფერო კიდევ უფრო გაფართოვდეს, ამაზე ვმუშაობთ და ალბათ შესაბამისი ცვლილებები შევა მთავრობის დადგენილებაში ამ საკითხთან დაკავშირებით“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.