სამების ტაძარში ფეხთბანვის რიტუალი შესრულდა
სამების ტაძარში ფეხთბანვის რიტუალი შესრულდა

სამების საკათედრო ტაძარში ვნების კვირეულის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რიტუალი, ფეხთბანვა შესრულდა.

დიდ ხუთშაბათს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა 12 მღვდელს სიმბოლურად ფეხი დაბანა. ეს ტრადიცია სახარებისეული ეპიზოდის სიმბოლური გამეორებაა, როდესაც ქრისტემ თავის მოწაფეებს, სიმდაბლის ნიშნად, ფეხი დაბანა.

დიდი ხუთშაბათის კიდევ ერთი მსახურება 12 სახარების წაკითხვაა. სახარებიდან მაცხოვრის შეპყრობას, წამებასა და ჯვარცმის ეპიზოდებს წაიკითხავენ.

მრევლი ღვთიმსახურებას ანთებული სანთლებით ესწრება, რომელიც შემდეგ სახლში მიაქვთ.

სამების ტაძარში 12 სახარების კითხვა 19:00 საათზე დაიწყება.