სამების ტაძარში ფეხთბანვის რიტუალი შესრულდა [ფოტო]
სამების ტაძარში ფეხთბანვის რიტუალი შესრულდა [ფოტო]

ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში ფეხთბანვის ტრადიციული რიტუალი შესრულდა.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ 12 მღვდელმსახურს ფეხი დაბანა.

ტრადიცია სახარებისეული ეპიზოდის სიმბოლური გამეორებაა, როდესაც ქრისტემ თავის მოწაფეებს, სიმდაბლის ნიშნად, დიდ ხუთშაბათს ფეხი დაბანა.

დიდი ხუთშაბათის კიდევ ერთი მსახურება 12 სახარების წაკითხვაა. სახარებიდან მაცხოვრის შეპყრობას, წამებასა და ჯვარცმის ეპიზოდებს წაიკითხავენ. მრევლი ღვთისმახურებას ანთებული სანთლებით ესწრება, რომელიც შემდეგ სახლში მიაქვთ.

12 სახარებას ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში 19:00 საათზე წაიკითხავენ.