ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში დიდი პარასკევის ცისკარი სრულდება.
ტაძარში ოთხი სახარებიდან ამოკრებილი 12 ნაწყვეტი, იგივე 12 ვნების სახარება იკითხება. მათში მაცხოვრის შეპყრობის, წამებისა და ჯვარცმის ეპიზოდებია მოთხრობილი.
მრევლი სახარების კითხვას ანთებული სანთლებით ხელში ესწრება, შემდეგ კი სანთლებს სახლებში წაიღებენ.
დილით სამების საკათედრო ტაძარში დიდი ხუთშაბათის წირვა შესრულდა, რომლის შემდეგაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ, ტრადიციულად, ფეხთბანვის რიტუალი ჩაატარა.