სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო წირვას მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია ესწრება
სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო წირვა მიმდინარეობს. ღვთისმსახურებას მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია ესწრება, რომლის შემადგენლობაშიც ორი მაღალი რანგის მიტროპოლიტია. საპატიო სტუმრები გუშინ უკვე შეხვდნენ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს.
მათი ჩამოსვლის მიზეზი, სავარაუდოდ, უკრაინის ეკლესიაში მიმდინარე პროცესს უკავშირდება. მსოფლიო საპატრიარქოს წარმომადგენლები საკვირაო წირვასა და ქადაგებას ესწრებიან. მიტროპოლიტი ემანუელი და ასევე სმირნის მიტროპოლიტი ბართლომეუსი თბილისს ხვალ დატოვებენ.