სამების საკათედრო ტაძარში ჩვილთა 58-ე საყოველთაო ნათლობა გაიმართა
სამების საკათედრო ტაძარში ჩვილთა 58-ე საყოველთაო ნათლობა გაიმართა

თბილისის წმინდა სამების საკათედრო ტაძარში ჩვილ ბავშვთა 58-ე საყოველთაო ნათლობა გაიმართა. ახალდაბადებული მესამე და შემდგომი ბავშვი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ მონათლა და ნათლულები დალოცა.

პატარებს ნათლობის ჯვარი და ნათლობის მოწმობა გადაეცათ.

ჩვილთა პირველი საყოველთაო ნათლობა 2008 წლის 19 იანვარს გაიმართა. პატრიარქის ინიციატივის მიზანი საქართველოში დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებაა.