სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი მაკა ბერიძე გახდა
სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი მაკა ბერიძე გახდა.
ხუთი ხმით, სამის წინააღმდეგ სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ, მაკა ბერიძე ოთხი წლის ვადით აირჩია. არჩევნებში საბჭოს რვა წევრი მონაწილეობდა და არცერთი ხმა არ გაბათილებულა.
თავდაპირველად რექტორობის ექვსი კანდიდატი იყო, თუმცა ოთხმა რექტორობის მსურველმა საკუთარი კანდიდატურა მოხსნა.