სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის არჩევნებზე ორი კანდიდატი დარჩა
სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის არჩევნებზე ორი კანდიდატი დარჩა

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში დღეს რექტორის არჩევნებიაა, თუმცა დასახელებული ექვსი კანდიდატიდან მხოლოდ ორი იბრძვის.  არჩევნებამდე რამდენიმე საათით ადრე კიდევ ორმა  კანდიდატმა არჩევნებში მონაწილეობაზე უარი განაცხადა. შესაბამისად, აკადემიურ საბჭოს ორ კანდიდატს შორის მოუწევს არჩევანის გაკეთება.

დილიდან კანდიდატურის მოხსნის შესახებ განცხადება ჯერ გიორგი მესხმა დაწერა, ხოლო რევაზ ზედგინიძემ გადაწყვეტილება არჩევნების დაწყებამდე მიიღო. ყოფილი კანდიდატები მიზეზებზე არ საუბრობენ.

შეგახსენებთ, რომ კანდიდატურის მოხსნის შესახებ გადაწყვეტილება პირველად უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა მერაბ ბერიძემ მიიღო, რამდენიმე დღეში თინა გელაშვილმაც კანდიდატურის მოხსნის შესახებ გააკეთა განცხადება.

არჩევნებში მხოლოდ ორი კანდიდატი მაკა ბერიძე და ცისკარა ზარანდია იღებენ მონაწილეობას.

რვა წევრისგან შემდგარი აკადემიური საბჭო რექტორს ოთხი წლის ვადით აირჩევს.