სამცხე-ჯავახეთის ორ მუნიციპალიტეტში საქონლის დაავადება, ნოდულარული დერმატიტი გავრცელდა
სამცხე-ჯავახეთის ორ მუნიციპალიტეტში საქონლის დაავადება ნოდულარული დერმატიტი გავრცელდა.
სოფელ გიორგიწმინდაში დაავადებით რამდენიმე მსხვილფეხა საქონელი დაიხოცა.
მოსახლეობა ამბობს, რომ საქონელს შეამჩინეს გამონაყარი და შეშუპება. გიორგიწმინდის მოსახლეობა ამბობს, რომ პირუტყვს აცრები გაუკეთეს.
„ჩემ ძროხას ორი კვირის წინ გაუჩნდა დაავადება. ასე გვითხრეს დერმატიტიაო. საკმაოდ რთულ მდგომარეობაში ვართ. მეზობლებს უკვე დაეხოცათ პირუტყვი. ორი კვირაა სოფელში, რძე იღვრება. გვითხრეს, რომ ამის გამოყენება დაუშვებელია. რა ვქნათ და რით ვუშველოთ ჩვენს საქონელს არ ვიცი “- ამბობს ადგილობრივი თამარ გოგოლაური.
სურსათის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს უფროსი ლია ბექაური განმარტავს, რომ ნოდულარული დერმატიტი საშიში დაავადებაა.
ლია ბექაური ამბობს, რომ დაავადება ადამიანებზე არ გადადის, თუმცა რძის გამოყენება აკრძალულია.
მისივე განმარტებით, დაავადება არის ვირუსული, რომელიც მსხვილფეხა ცხოველზე მწერების მეშვეობით ვრცელდება.
„დაავადების სამკურნალო პრეპარატი არ არსებობს. თუ მოსახლეობა საქონელზე შეამჩნევს კანქვეშა დაზიანებას, აუცილებელია, პირუტყვს ჩაუტაროს სპეციალური მკურნალობა. ამით თავიდან აიცილებენ , რომ ძროხას მეორადი ინფექცია არ დაემართოს”, – განაცხადა ლია ბექაურმა.