თბილისში, სოფელ დიღომში მაშველებმა ჭაში ჩავარდნილი ძროხა ამწით ამოიყვანეს
თბილისში, სოფელ დიღომში მაშველებმა ჭაში ჩავარდნილი ძროხა ამწით ამოიყვანეს

თბილისში, სოფელ დიღომში მაშველებმა ჭაში ჩავარდნილი ძროხა ამწით ამოიყვანეს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, დიდგორის ქუჩაზე მცხოვრებმა ერთ-ერთმა მოქალაქემ მაშველების დახმარება მას შემდეგ ითხოვა, როდესაც აღმოაჩინა, რომ მისი შინაური ცხოველი სახლში არ დაბრუნდა, მოგვიანებით კი ჭაში ჩავარდნილი იპოვა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, შინაური ცხოველი მაშველებმა უვნებლად ამოიყვანეს.