ბელარუსის დედაქალაქ მინსკში მიმდინარე ევროპულ თამაშებზე საქართველოს მორიგი მედალი ნინო ოძელაშვილმა მოუტანა.
72 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ოძელაშვილი ბელარუს ანჟელა ჟილინსკაიას ხვდებოდა.
მატჩი საკმაოდ დაძაბული გამოდგა და დროის ამოწურვამდე ერთი წუთით ადრე ჩვენი სპორტსმენი იგებდა ანგარიშით 2-0, თუმცა საბოლოოდ მატჩი ბელარუსის გამარჯვებით დასრულდა.
დღეს ოქროს მედლისთვის კიდევ ერთი ქართველი სამბისტი, ელენე ქებაძე იბრძოლებს.