სამბო - ნახუცრიშვილი ნახევარფინალშია, ლეონიძე და ღვინიაშვილი დამარცხდნენ | მინსკი 2019
ბელარუსის დედაქალაქ მინსკში მიმდინარე ოლიმპიურ თამაშებზე კიდევ ერთი ქართველი სამბისტი გავიდა ნახევარფინალში. ეს არის ლევან ნახუცრიშვილი, რომელმაც ბელარუსი სტეპან პოპოვი დაამარცხა 2-1.
ფინალში გასასვლელად ქართველი სპორტსმენი ბერძენ გეორგიოს მარკარიანს შეხვდება.
სამწუხაროდ, თავიანთი ბრძოლები დათმეს პაატა ღვინიაშვილმა და ირინე ლეონიძემ. ღვინიაშვილმა ბელარუს ანდრეი კაზუსიონაკთან დათმო 0-8, ხოლო ლეონიძემ ფრანგ ქლოე ბრიუსთან – 0-2.
შეგახსენებთ, რომ ოქროს მედლისთვის ბრძოლას ასევე აგრძელებენ გენადი ჩირგაძე და ბექა ბერძენიშვილი. ამ უკანასკნელმა მეოთხედფინალში ფრანგი გაბრიელ ერბრეტო დაამარცხა.