სამბო - მსაჯების უცნაური გადაწყვეტილება და ოძელაშვილის დაკარგული ოქრო | მინსკი 2019 (ფოტოამბავი)
სამბო - მსაჯების უცნაური გადაწყვეტილება და ოძელაშვილის დაკარგული ოქრო | მინსკი 2019 (ფოტოამბავი)

ბელარუსის დედაქალაქ მინსკში მიმდინარე ევროპულ თამაშებზე დღეს წარმატებით იასპარეზეს ქართველმა სამბისტებმა, რომლებმაც ექვსი მედალი მოიპოვეს – ორი ოქრო, სამი ვერცხლი და ერთი ბრინჯაო.

მიუხედავად ამისა, ქართველ გულშემატკივრებს საღამო ნინო ოძელაშვილისა და ბელარუსი ანჟელა ჟილინსკაიას მატჩის მსაჯებმა ჩაგვიმწარეს, როდესაც თავიანთი უცნაური გადაწყვეტილებით ქართველ სპორტსმენს დამარცხება ჩაუთვალეს.

შეხვედრის დასრულებამდე წუთნახევრით ადრე, როდესაც ოძელაშვილი იგებდა ანგარიშოთ 2-0, ბელარუსმა სპორტსმენმა ერთი გდება შეასრულა და ნინომ ხელი იტკინა. მოედანზე ქართველი სპორტსმენის დასახმატებლად ექიმები გამოვიდნენ და რამდენიმე წამში ოძელაშვილი ბრძოლის გასაგრძელებლად უკვე მზად იყო.

მიუხედავად ამისა, მსაჯებმა მატჩის გაგრძელება აღარ ისურვეს და გამარჯვება მასპინძელს სპორტსმენს ჩაუთვალეს.

ნინო ოძელაშვილი კი ხელს დაჯილდოვების ცერემონიის დროსაც იტკიებდა.

იმედს ვიტოვებთ, რომ ქართველი სპორტსმენის ტრავმა სერიოზული არ იქნება.