ბელარუსის დედაქალაქ მინსკში მიმდინარე ევროპულ თამაშებზე ქართველი სამბისტი ლევან ნახუცრიშვილი (74 კგ) ფინალში გავიდა, სადაც რუს სტანისლავ სკრიაბინს შეხვდება.
ნახევარფინალურ ბრძოლაში ლევანმა საბერძნეთის სახელით მოასპარეზე გეორგიოს კირაკოსიანი 5-1 დაამარცხა.
ფინალური ბლოკი თბილისის დროით 18:00 საათიდან დაიწყება.
შეგახსენებთ, რომ დღეს ფინალში გასვლის შანსი კიდევ ერთ ქართველს, ბექა ბერძენიშვილს (100+ კგ) აქვს. ნახევარფინალში ის სერბ ვლადიმირ გაიჩს შეხვდება.