სამბო - გენადი ჩირგაძე ბრინჯაოს მედლის მფლობელია | მინსკი 2019 [ვიდეო]
ბელარუსის დედაქალაქ მინსკში მიმდინარე ევროპულ თამაშებზე ქართველმა სამბისტებმა მერვე მედალი მოიპოვეს. 62 კილოგრამ წონით კატეგორიაში გენადი ჩირგაძემ, ბრინჯაოს მედლისთვის გადამწყვეტ მატჩში, აზერბაიჯანელი ჯავიდან გარაევი 5-0 დაამარცხა.
გენადი ჩირგაძემ ბრინჯაოს მედლის მოპოვების შემდეგ პირველი კომენტარი საქართველოს პირველ არხთან გააკეთა.
რამდენიმე წუთში ბრინჯაოსთვის პაატა ღვინიაშვილი და ირინე ლეონიძე იჭიდავებენ, მოგვიანებით კი ფინალში – ლევან ნახუცრიშვილი და ბექა ბერძენიშვილი.