ბელარუსის დედაქალაქ მინსკში მიდინარე ევროპულ თამაშებზე ქართველი სამბისტებიდან პირველმა გამარჯვება გენადი ჩირგაძემ მოიპოვა. მეოთხედფინალურ ბრძოლაში მან გერმანელი ვუ ნამი 8-0 დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა, სადაც რუსეთის წარმომადგენელ რუსლან ბაღდასარიანს შეხვდება.
ჩირგაძემდე თავისი ბრძოლა კიდევ ერთმა ქართველმა, გივი ნადარეიშვილმა გამართა და რუს ანდრეი კუბარკოვთან დამარცხდა, სალომე აბაშიძემ კი თავისი შეხვედრა რუმინელ საბინა არტემჩუკთან წააგო.
დღეს კიდევ ოთხი ქართველი სამბისტი ჩაერთვება ბრძოლაში.