სამბო - ელენე ქებაძემ ვერცხლის მედალი მოიპოვა | მინსკი 2019 [ვიდეო]
ბელარუსის დედაქალაქ მინსკში მიმდინარე ევროპულ თამაშებზე ქართველმა სამბისტებმა კიდევ ერთი მედალი მოიპოვეს.
ვერცხლის მფლობელი ელენე ქებაძე (80+) გახდა, რომელმაც ფინალურ შეხვედრაში უკრაინელ ანასტასია საპსაი დათმო შეხვედრა.
ამრიგად, დღეს ქართველმა სამბისტებმა ორი ოქროს (ვახტანგ ჩიდრაშვილი, დავით ლორიაშვილი), სამი ვერცხლისა (დავით ლილუაშვილი, ნინო ოძელაშვილი, ელენე ქებაძე) და ერთი ბრინჯაოს (ბესარიონ ბერულავა) მედალი მოიპოვეს.
ხვალ ბრძოლაში კიდევ შვიდი ქართველი სამბისტი ჩაერთვება.