სამბო - დღეს ევროპულ თამაშებში შვიდი ქართველი ჩაერთვება | მინსკი 2019
ბელარუსის დედაქალაქ მინსკში მიმდინარე ევროპულ თამაშებში დღეს კიდევ შვიდი ქართველი სამბისტი ჩაერთვება – ხუთი მამაკაცი და ორი ქალი.
მამაკაცები
52 კგ – გივი ნადარეიშვილი – ანდრეი კუბარკოვი (რუსეთი)
62 კგ – გენადი ჩირგაძე – ვუ ნამი (გერმანია)
74 კგ – ლევან ნახუცრიშვილი – სტეპან პოპოვი (ბელარუსი)
90 კგ – პაატა ღვინიაშვილი – ანდრეი კაზუსიონაკი (ბელარუსი)
100 კგ – ბექა ბერძენიშვილი – გაბრიელ ერბრეტო (საფრანგეთი)
ქალები
60 კგ – სალომე აბაშიძე – საბინა არტემჩუკი (რუმინეთი)
80 კგ – ირინე ლეონიძე – ქლოე ბრიუ (საფრანგეთი)
შეჯიბრებები სპორტის ამ სახეობაში დღეს თბილისის დროით 11:00 საათზე დაიწყება.
შეგახსენებთ ასევე, რომ გუშინ ქართველმა სამბისტებმა ექვსი მედალი მოიპოვეს – ორი ოქრო (ვახტანგ ჩიდრაშვილი, დავით ლორიაშვილი), სამი ვერცხლი (მინდია ლილუაშვილი, ნინო ოძელაშვილი, ელენე ქებაძე) და ერთი ბრინჯაო (ბესარიონ ბერულავა).