სამბო - დავით ლორიაშვილმა საქართველოს კიდევ ერთი ოქრო მოუტანა | მინსკი 2019
ბელარუსის დედაქალაქ მინსკში მიმდინარე ევროპულ თამაშებზე საქართველოს მორიგი მედალი სამბისტმა დავით ლორიაშვილმა მოუტანა.
100 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ის ლატვიელ ვიქტორს რესკოს ხვდებოდა და მეტოქე 2-0 დაამარცხა.
შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველო სპორტის ამ სახეობაში კიდევ ორ მედალს მოიპოვებს: ფინალში იასპარეზებენ ნინო ოძელაშვილი და ელენე ქებაძე.